13:20 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 11:19:26, 777 ნახვა

კომენტარი
ალეკო ელისაშვილი ამნისტიაზე: დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ - შესაძლოა, ორივეს დავუჭიროთ მხარი, შესაძლოა, არც ერთს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის ვერსიებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, „მოქალაქეებმა“ ორივე პროექტს დაუჭირონ მხარი, შესაძლოა, არც ერთს არ დაუჭირონ.

„ძალიან გულახდილად რომ გითხრათ, დიდ განსხვავებას იმაში, რასაც ოპოზიცია ამბობდა და იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, ვერ ვხედავ. მთავარი პრინციპები ჩემთვის რაც არის, არის ის, რომ ამნისტია შეეხოს ყველას და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ხალხს ასახიჩრებდნენ. ეს ორი პრინციპი გათვალისწინებულია და ეს არის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი. დანარჩენი უბრალოდ ვერ მივხვდი რაზე კამათობდნენ. მთავარია, რომ ადამიანი, ვინც დაასახიჩრა მაკო გომური ამნისტირებული არ იქნეს. შეიძლება ორივეს დავუჭიროთ მხარი და შეიძლება არც ერთს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ამნისტიის პროექტზე საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც პარლამენტში ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics