2021-04-26 19:00:47, 1279 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკის დონბასის კრიზისის დამთავრებისთვის მოლაპარაკებებში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ჩართვა სურს
უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის დონბასის კრიზისის დამთავრებისთვის მოლაპარაკებებში აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ჩართვა სურს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Financial Times-ს განუცხადა.
როგორც ზელენსიმ აღნიშნა, მას პროტოკოლის შეცვლა და მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა სურს.
„არსებობს ორი ვარიანტი: ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მინსკის ფორმატი, ჩავასწოროთ ის.
ან ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რაიმე სხვა ფორმატი.
სისწრაფეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ვკარგავთ ადამიანებს ყოველდღე“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,