2021-04-26 10:49:58, 826 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ამერიკელები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეძლებენ
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ, ზაფხულში ევროპაში მოგზაურობის უფლება ექნებათ, - ამის შესახებ ევროკომიისის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უპირობოდ მიიღებს ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც „ევროპის მედიკამენტების სააგენტოს“ მიერ დამტკიცებული ვაქცინით იქნება აცრილი.
„როგორც ვხედავ, ამერიკელები, „ევროპის მედიკამენტების სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ ვაქცინებს იყენებენ. ეს მათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილებისა და მოგზაურობის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,