21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 18:10:01, 1036 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად, რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას abc NEWS - ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად იქნა გამოცხადებული, „რადგან მათ შეასრულეს თავიანთი დიპლომატიური სტატუსისათვის შეუთავსებელი საქმიანობა.“

აღნიშნულის გამო, მათ ქვეყნის დასატოვებლად 7-დღიანი ვადა აქვთ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ქვეყნიდან ერთ რუს დიპლომატს გააძევებენ, რომლის საქმიანობა ვენის კონვენციის შესაბამისად, დიპლომატიურ საქმიანობას არ შეესაბამება.

ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, ქვეყანა არ შეეგუება დივერსიულ საქმიანობას არც საკუთარ და არც ქვეყნის პარტნიორებისა და მოკავშირეების ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი 2014 წელს მომხდარ აფეთქებაში რუსეთის მოქალაქეებს ადანაშაულებს. ჩეხეთის ხელისუფლებამ 19 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის საპასუხოდ კი, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics