21:08 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 16:56:56, 573 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში წერს, რომ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ალექსეი ნავალნი აღნიშნავს, მიზეზი, რის გამოც მან აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ექიმების განცხადებაა, რომლებმაც დაწერეს, რომ მინიმალური დროის შემდეგ, შესაძლოა მის მკურნალობას აზრიც აღარ ჰქონდეს.

ამასთანავე, ალექსეი ნავალნი აღნიშნავს, რომ ხელებისა და ფეხების ნაწილში მგრძნობელობას კარგავს.

„ექიმებმა, რომლებსაც მე ვენდობი, გუშინ განცხადება გაავრცელეს იმის შესახებ, რომ ჩვენ მივაღწიეთ საკმარიის და დროა, მე შევწყვიტო შიმშილობა. გულახდილად ვიტყვი, რომ მათი სიტყვები იმის შესახებ, რომ ანალიზების მიხედვით „მინიმალური დროის შემდეგ, შესაძლოა ჩემს მკურნალობას აზრიც აღარ ჰქონდეს“, მგონია რომ ჩემგან დაფიქრებას და ყურადღებას იმსხურებს. მეგობრებო, ჩემი გული მთლიანად სიყვარულით და მადლიერებით სავსეა თქვენს მიმართ და არ მინდა, რომ ვიღაც, ჩემს გამო განიცდიდეს ფიზიკურ ტკივილს. მე ხელებისა და ფეხების ნაწილებში მგრძნობელობას ვკარგავ და ამ ვითარების გათვალისწინებ, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას“, - წერს ალექსეი ნავალნი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics