|
2021-04-23 10:42:35, 969 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალებში „აისი“ და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლების სწავლება დასრულდა
ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრების სწავლება სტრესულ სროლებში შეჯიბრით დასრულდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მონაწილეებს სერთიფიკატები და სასაჩუქრე დაფა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა, მათ წარმატებები უსურვა და მომავალში თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. „აისის“ და „ახალგაზრდული ლეგიონის“ წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა სპეცოპერაციების მებრძოლების მიერ ჩატარებულ საცეცხლე მომზადებაში, ავტომატური და სნაიპერული შაშხანით, ასევე გლოკის სისტემის პისტოლეტით ახლო მანძილზე სროლაში და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების შესრულებაში. მონაწილეებს ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალური ვარჯიში საცეცხლე მომზადებაში სპეციალური ოპერაციების ძალების ინსტრუქტორების მიერ ჩაუტარდათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)