2021-04-22 19:18:38, 870 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს გააძევებს
ჩეხეთის მთავრობა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს გააძევებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Ria.ru ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ქვეყანა რუსეთის საელჩოს შემადგენლობას მოსკოვში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის დონემდე შეამცირებს.
„გუშინ მე ელჩს ვუთხარი, რომ თუ ჩეხი დიპლომატები არ დაბრუნდნენ მოსკოვში, ჩვენ შევამცირებთ საელჩოს შემადგენლობას. მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ რეაგირება არ მოახდინა ჩვენს მოთხოვნაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ გადაწყვეტილების შესრულება დაგვეწყო“, - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,