|
2015-01-31 14:40:02, 1729 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილმა ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მონაწილეობა მიიღო ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაში სახელწოდებით „ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, თამარ ბერუჩაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელზე „ერთიანი და თავისუფალი ევროპისკენ“. სადისკუსიო პანელს ასევე უძღვებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და მოწვეული ექსპერტები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სადისკუსიო პანელზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში დღეს არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყარო მოწმეა საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევის. რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს უსაფრთხოების, მისი დემოკრატიული განვითარების გარანტი გახლავთ ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. „ქართველებისათვის ეს გახლავთ ეროვნული იდეა და ისტორიული არჩევანი, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ასევე პოლიტიკური ელიტა, აღნიშნულის გამო საქართველო გამორჩეულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მონაწილე ქვეყნებში“, - აღნიშნა ბერუჩაშვილმა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო წლების განმალობაში მიღწეულ პროგრესზე. ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას თამარ ბერუჩაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. აღნიშნა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკა, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებით საქართველოს ტერიტორიების ანექსიას ეწევა. „უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, მიუხედავად მისი სიმწვავისა არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულად, ეს გახვალთ რუსული სცენარის ნაწილი გააფართოვოს მისი დომინირება რეგიონში და შექმნას ახალი ე.წ. გავლენის სფეროები. ჩვენ ყველანი ვისჯებით ჩვენი არჩევანისთვის, ჩვენი სუვერენული ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის.“-აღნიშნა ბერუჩაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რიგის სამიტზე და ამ მხრივ საქართველოს მიზნებსა და ამოცანებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ მიუხედავად ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი სახელმწიფოების წინაშე არსებული გამოწვევებისა, რიგის სამიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რაც საქართველოსთან მიმართებაში, არის სავიზო დიალოგში არსებული პროგრესის ადეკვატური ასახვა და ასევე მკაფიო ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება ევროკავშირის მხრიდან, რაც იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი. ცნობისთვის, ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსია ორგანიზაციისა და ლატვიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ინიციატივით შედგა. დისკუსიის მთავარი საკითხი ევროპაში განვითარებული პროცესები და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა იყო.
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)