2021-04-19 13:56:14, 829 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი ნავალნი სხვა კოლონიის საავადმყოფოში გადაჰყავთ
ალექსეი ნავალნი სხვა კოლონიის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის საოლქო სამმართველო ავრცელეს.
მათივე ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერი პოკროვის № 2 კოლონიიდან მსჯავრდებულთა საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაჰყავთ.
„ამჟამად ა. ნავალნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება, ყოველდღიურად მას სინჯავს ექიმი თერაპევტი.
პაციენტის თანხმობით, მისთვის დანიშნულია ვიტამების თერაპია“, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,