01:21 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 10:32:45, 603 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად Airbus A321neo ავიახომალდი მიიღო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ოპერირება განაახლა. პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველად, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

„A321neo ავიახომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს - ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის ზოგავს საწვავის ხარჯების 20%-ს. A321neo ავიახომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და წინა თაობის ავიახომალდებისგან განსხვავებით. მას შეუძლია დაახლოებით 50%-ით თვითმფრინავის ხმაური შეამციროს. ავიახომალდი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ აჩვენა, რომ მას შეუძლია საწვავის მოხმარება 16% - ით, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50%-ით შეამციროს.

პანდემიის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსისა და ვარშავას რეისები შესრულდა. აპრილის თვეში რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. ხოლო მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air რიგისა და დორტმუნდის რეისების აღდგენას გეგმავს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics