19:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 12:49:17, 1346 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული, ალექსანდ სოსონიუკი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიპლომატის დაკავების მიზეზი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება გახდა.

„16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი, სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზებიდან“, - აღნიშნულია უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური მუშაკის სტატუსთან და აშკარად მტრული ხასიათი აქვს რუსეთის ფედერაციის მიმართ. 

ამასთან, უშიშროების ფედერალურ სამსახურში აღნიშნავენ, რომ დიპლომატის მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics