|
2021-04-15 16:31:34, 894 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს
გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. ავიაკომპანია, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს 21 ივლისიდან გეგმავს. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია. Eurowings-ი დიუსელდორფსა და თბილისს შორის, 21 ივლისიდან ოპერირებას კვირაში ორი სიხშირითმოახდენს. ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით. „გავაცანით საქართველოს ავიაბაზარზე არსებული ვითარება, წლების განმავლობაში ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას საქართველოსა და გერმანიას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე მზარდი მოთხოვნის შესახებ. ჩვენსა და ავიაკომპანიის ავიამიმართულებების განვითარების მენეჯერთან ივან ორეკთან, ბოლო შეხვედრა 2019 წლის მიწურულს, საავიაციო ფორუმ Routes World 2019-ის ფარგლებშიგაიმართა. ავიაკომპანიის განცხადებით, მიდიოდა მუშაობა 2020 წლის ზაფხულის სეზონიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების თაობაზე, თუმცა პანდემიის გამო განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე 2020 წელს ავიაკომპანიის გეგმები მნიშნელოვნად შეიცვალა. მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია 2021 წლის ივლისიდან აპირებს თბილისიდან დიუსელდორფის მიმართულებით ოპერირების განხორციელებას. გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოვებს“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. პირველ ეტაპზე ავიაკომპანია, დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენების შესრულებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) გეგმავს.
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)