03:43 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 15:26:03, 920 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინასა და მის შემოგარენში სამხედრო ძალის მობილიზების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის მობილიზების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია.

„რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გაზრდა გაუმართელებელი, აუხსნელი და ღრმად შემაშფოთებელია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში და მის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე სამხედრო მობილიზება, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აპრილის დასაწყისიდან მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17-ჯერ დაარღვიეს, საიდანაც 15-ჯერ დაბომბვა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics