2021-04-13 10:14:51, 682 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17-ჯერ დაარღვია, დაღუპულია სამხედრო
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ დონბასში 17-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, აქედან 15-ჯერ დაბომბვა განხორციელდა - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ფორმირებებმა აკრძალული ნაღმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები გამოიყენეს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აპრილის დასაწყისიდან მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან