02:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 13:25:30, 780 ნახვა

ეკონომიკა
2011 წელს გამოშვებული ევრობონდები დაფარულია - ფინანსთა სამინისტრო ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაიფარა და ფინანსთა სამინისტრო გეგმავს ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას, - ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება არაკომპეტენტური შეფასებები, მათ შორის, იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც წესით უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს, გამოშვების ფორმალურ გამოცხადებამდე აქვს კონფიდენციალობის გარკვეული სტანდარტი.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები.

ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევას და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს.

ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, შერჩეულია სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში, თანამონაწილის სტატუსით ჩართულია ორი ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი – Galt & Taggart და TBC Capital.

პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხვალ იგეგმება გამოშვების ოფიციალურად გამოცხადება. პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას.

მოსალოდნელია, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხევაში. (6.875%)“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics