2015-01-31 11:02:14, 2089 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ,,სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორი, დათო დობორჯგინიძე და ამავე ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ზურაბ ჩხაიძე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ერთ - ერთ კომპანიასთან, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისა და შესასყიდი საქონლის ფასის ხელოვნურად გაზრდით, ქრთამის სახით აიღეს გარკვეული თანხა. გარდა ამისა, ბრალდებულები აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს სამომავლოდ დაპირდნენ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით არაერთი ხელშეკრულების გაფორმებას.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან