|
2015-01-31 10:27:28, 378 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილის განცხადებაზე პუტინის რუსეთი გამახსენდა
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ პუტინის რუსეთი გაახსენა. ამის შესახებ ალასანიამ "იმედის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. "მთავარი, რაც მე ყურში მომხვდა იყო ის, რაც მან თქვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე. ჩამოთვალა გვარები, რომ მათ შესწავლას აპირებს. პირდაპირ გამახსენდა პუტინის რუსეთი, როდესაც იერიშის მიტანა რუსეთში დაიწყო სწორედ იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, რომლებზეც დგას რეალურად განვითარება, დემოკრატიული საზოგადოება დგას. ერთის მხრივ, საუბრობს, რომ ის გადავიდა საზოგადოებრივ სარბიელზე, რომ აქედან გასწიოს საზოგადოებრივი კონტროლი და სინამდვილეში იმას სპობს და იმას ურტყამს, რაზეც დგას ზოგადად, საზოგადოებრივი კონტროლი“,-განაცხადა ალასანიამ. ალასანიას თქმით, დამაფიქრებელია ის ფაქტი, რომ ივანიშვილს ერთი სიტყვაც კი არ უხსენებია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც „ სოკოებივით ამოიზარდა“ რუსეთის დაფინანსებით. ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ინტერვიუში ჭარბად იყო არასერიოზული განცხადებები ლართან და ეკონომიკასთან დაკავშირებით. „საერთოდ არა აქვს წარმოდგენა რამდენ ადამიანს აქვს კრედიტი აღებული სწორედ უცხოურ ვალუტაში დოლარში და რამდენი ათასობით ჩვენი მოქალაქე დღითიდღე ღატაკდებოდა, როდესაც არ ერეოდა სახელმწიფო შესაბამისად, რომ დაეჭირათ ეკონომიკური სტაბილურობა საქართველოში“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)