2021-04-08 12:05:03, 1957 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 1 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 200 129 შემთხვევაა დადასტურებული, 179 043 პირი გამოჯანმრთელდა, 3 675 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,