02:02 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 10:31:43, 993 ნახვა

სამართალი
წყნეთში შვილმა მამა მოკლა

წყნეთში შვილმა მამა ცემით მოკლა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დამნაშავე სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დაბა წყნეთში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დ.ფ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დაბა წყნეთში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას - 1961 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ფ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დაბა წყნეთში დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics