რუსეთში რუსეთის ექიმთა ალიანსის ხელმძღვანელი და ალექსეი ნავალნის ექიმი, ანასტასია ვასილიევა დააკავეს.
როგორც ცნობილია, ვასილიევა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ალექსეი ნავალნის გამოკვლევისთვის ნებართვა მოითხოვა.
რუსეთის პოლიციამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს ცხრა პირი, მათ შორის იმყოფებოდა ანასტასია ვასილიევა და რამდენიმე ჟურნალისტიც.