23:01 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 15:06:07, 603 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი CNFA აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA)  აღმასრულებელ დირექტორს, ტობიას მიუნხმეიერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა შეაფასეს და CNFA-სთან სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა CNFA-ის აღმასრულებელ დირექტორს დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გახორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ  ბოლო პერიოდში, პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად,  დაცული ტერიტორიების ფართობი საგრძნობლად გაიზარდა და ტერიტორიებზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა განახლდა.

როგორც შეხვედრაზე ტობიას მიუნხმეიერმა განაცხადა, CNFA საქართველოში დაცული ტერიტორიების განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და რეინჯერის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყოს ხელს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics