2021-04-06 21:35:16, 664 ნახვა
მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის 7 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 421 პაციენტი
იტალიაში კორონავირუსის 7 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 421 პაციენტი.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 111 747-ს მიაღწია, რითაც ქვეყანა ევროპაში მეორეზე, ხოლო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში 3.69 მილიონი ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,