2021-04-06 12:51:02, 1797 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 8 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 389 პაციენტი
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4 597 868-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსს 389 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 101 106-ს მიაღწია.
რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსისგან 4 220 035 ადამიანი განიკურნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,