2021-04-06 11:18:19, 1952 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 197 873 შემთხვევაა დადასტურებული, 177 601 პირი გამოჯანმრთელდა, 3 627 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,