04:35 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 22:32:48, 787 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს.

„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ ნაწილში ჩვენ დახმარება აღვიქვა აშშ -ის საელჩომ და USAID -ის მისიამ საქართველოში, რათა ჩვენ მეტი ანალიზი გავაკეთოთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად. კერძოდ, USAID-ი მხარს დაუჭერს ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება უფრო მეტ ჩართულობას საზოგადოების ენერგოუსაფრთხოების შესახებ დიალოგში. ასევე მხარს დაუჭერს ჩვენს სამთავრობო გეგმებს - განვავითაროთ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროები, ქვეყნის ენერგეტიკის მეტი დივერსიფიცირება მოვახდინოთ და განვამტკიცოთ საქართველოს ენერგეტიკული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით,  საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე.

„ვფიქრობ, საჭიროა დიალოგი თემებთან,  რომელთა მხარეშიც სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება. სწორედ ეს არის USAID-ის მნიშვნელოვანი ახალი პროგრამების ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ მომავალს და რომელიც მომდევნო თვიდან დაიწყება. პროგრამის იდეაა, დავრწმუნდეთ, რამდენად გაიაზრებს საზოგადოება,  სასიცოცხლოდ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია. ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად ესმის საკითხი,  ჩართულია და მონაწილეობს ამ პროცესში. დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო როგორც ჩემთვის, ასევე ეკონომიკის მინისტრისთვის, რომ განგვეხილა ზოგიერთი პროექტი და ინიციატივა, რომელთა განხორციელებას გეგმავს საქართველო. ასევე გვესაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს შეერთებული შტატები  საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics