18:24 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 13:57:14, 777 ნახვა

მსოფლიო
მედიის ინფორმაციით, მერკელი, მაკრონი და ზელენსკი დონბასში არსებულ სიტუაციას პუტინის გარეშე განიხილავენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში, შესაძლოა, სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართონ, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ZN.UA დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავარი თემა, რასაც შეეხება საუბარი დონბასში არსებული ვიტარება და ამ მხრივ, მხარეთა პოზიციების კოორდინაცია იქნება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა ვიდეოკონფერენციის შემდეგ უნდა გამართულიყო, რომელსაც მერკელი, მაკრონი და პუტინი ესწრებოდნენ, თუმცა ვერ შედგა, რადგან მხარეები დროზე ვერ შეთანხმდნენ.

კიდევ ერთ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია შეხვედრი დროსა და თარიღზე. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics