2021-04-05 10:02:15, 1674 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში 55 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო
საქართველოში კოვიდვაქცინაციის პროცესში ჩართვა 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს დღეიდან შეეძლებათ.
აღნიშნულ პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციის გავლა 2 აპრილის 18:00 საათიდან აქვთ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინაციის პროცესი 15 თებერვალს, AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, ამ ეტაპისთვის კი, ქვეყანაში როგორც AstraZeneca-ს, ასევე Pfizer-ის ვაქცინებია ხელმისაწვდომი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შესაძლებლობა სამედიცინო სფეროს მუშაკებსა და 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს აქვთ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,