2021-04-03 16:59:57, 825 ნახვა
მსოფლიო
არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა
არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში რუსული ვაქცინა Sputnik V-ით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ფერნანდესი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა, თავს კარგად გრძნობს.
„2 აპრილის საღამოს ჩავაბარე ტესტი ანტიგენზე და მისი შედეგი დადებითი აღმოჩნდა. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ველოდები PCR- ტესტის შედეგებს“, - წერს ფერნანდესი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,