2021-04-03 12:20:46, 1761 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 9 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 384 პაციენტი
რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 021 შემთხვევა გამოვლინდა, 384 პაციენტი გარდაიცვალა, - აღნიშნული მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 572 077 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 195 869-ს შეადგენს.
რუსეთში ვირუსით სულ 100 017 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,