2021-04-03 11:35:33, 1752 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 196 044 შემთხვევაა დადასტურებული, 175 401 პირი გამოჯანმრთელდა, 3 575 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,