12:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 11:24:10, 718 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - მოლოდინი გვაქვს, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ მიიღებს ჯანმო-ს ავტორიზაციას

მოლოდინი გვაქვს, რომ აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ მიიღებს ჯანმო-ს ავტორიზაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ჯანმო-ს აღიარების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსი საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა, სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

„საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც გახლავთ ჩინური წარმოების, ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული, კვლევები, რომლებიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს გვიჩვენებს და ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმო-ს ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვაქცინაცია აპრილის მეორე ნახევრიდან ვფიქრობთ, უკვე იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ იმუნიზაციის ცენტრში, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩართულია ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics