2021-04-02 11:12:01, 1961 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 1 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 194 852 შემთხვევაა დადასტურებული, 174 545 პირი გამოჯანმრთელდა, 3 552 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,