2021-04-01 11:15:15, 2160 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 193 736 შემთხვევაა დადასტურებული, 173 681 პირი გამოჯანმრთელდა, 3 533 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,