14:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 13:23:07, 891 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი ეპიდვითარება საყურადღებოა - ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების

დღევანდელი ეპიდვითარება საყურადღებოა - ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოებას შეუძლია წესებისა და რეკომენდაციების დაცვით, დაძლიოს მესამე ტალღა და ქვეყანაში არ განმეორეს ნოემბერ-დეკემბრის მსგავსი ეპიდვითარება.

ამასთანავე, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტპზე, საყურადღებოა რამდენიმე რეგიონი, კერძოდ, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და თბილისი.

„დღევანდელი მდგომარეობა შემდეგია, მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული პირბადის გამოყენება, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას, კვლავ გვაქვს მრავალკაციანი ქორწილები, ქელეხები და ეს ყველაფერი ისახება ეპიდვითარებაზე. დღევანდელი ეპიდვითარება საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, ეს არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ასევე თბილისიც. მხოლოდ ერთობლივი ჩართულობით, მოსახლეობის აქტიურობით, ყველა იმ ღონისძიების მიმართ და წესის დაცვით, მთავრობა შეძლებს რომ დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და შევძლოთ, რომ თამამდად გავიაროთ მესამე ტალღა და არ გვქონდეს ის ძალიან მაღალი მაჩვეებლი, რომელიც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, ვინაიდან ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკურია აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics