2021-03-31 11:54:59, 2184 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 192 639 შემთხვევაა დადასტურებული, 173 064 პირი გამოჯანმრთელდა, 3 515 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,