2021-03-30 21:37:38, 1177 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ საპასუხო სანქციები დააწესა
ალექსანდრ ლუკაშენკომ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ საპასუხო სანქციები დააწესა.
სანქციები დაუწესდა იმ ქვეყნების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებმაც ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები დაააწესეს.
როგორც ბელარუსული მედია „ბელტა“ იუწყება, სანქციები პროდუქციის იმპორტსა და მომსახურების გაწევას კრძალავს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გასული წლის ბოლოს დააწესა. შავ სიაში 84 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირია, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,