2021-03-29 19:40:42, 1573 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი ჯო ბეიდენს ეთანხმება, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ეთანხმება, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია.
ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„სამწუხაროდ ვხედავ მრავალ ნიშანს, რომელიც აშკარად ცხადჰყოფს ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების უგულებელყოფას, ერის უფლებებისა და მეზობლის ტერიტორიული მთლიანობის, რომელსაც ბოლო პერიოდია კრემლი საკმაოდ დემონსტრაციულად ახორციელებს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,