|
2021-03-29 17:08:07, 1067 ნახვა
ეკონომიკა
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 20.3 მილიარდი დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 20.3 მლრდ აშშ დოლარი (66.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 127.7 პროცენტია. უწყების ცნობით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 640.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 328.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო - 276.4 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 34.1 მლნ. აშშ დოლარით და 1.2 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (31.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 61.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 7.4 მლრდ აშშ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 46.8 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 583.2 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 802.7 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი) და 923.6 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.4 მლრდ აშშ დოლარი (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.7 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (15.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 29.1 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (40.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2020 წლის მშპ-ს 77.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.8 მლრდ აშშ დოლარია (19.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.5 პროცენტია. 2020 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 125.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 115.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2020 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 583.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 207.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)