|
2021-03-29 16:27:51, 1034 ნახვა
ეკონომიკა
2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.0 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ. ლარი) შეადგინა. მათივე ცნობით, ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19.8 პროცენტით შემცირდა. „2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.0 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ. ლარი) შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 12.3 პროცენტია. 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 560.2 მლნ აშშ დოლარი (1.8 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 0.1 პროცენტით შემცირდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 11.9 პროცენტიდან 13.2 პროცენტამდე გაიზარდა. მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19.8 პროცენტით შემცირდა და 887.0 მლნ. აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 12.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 15.7 პროცენტით შემცირდა. 2020 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -224.7 მლნ აშშ დოლარი (-735.0 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (53.9 პროცენტით), ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი (20.4 პროცენტით). მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 59.5 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის მეოთხე კვარტალში 645.9 მლნ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 33.9 პროცენტით გაიზარდა. 144.7 მლნ აშშ დოლარამდე (473.2 მლნ ლარი) გაიზარდა სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 120.0 მლნ აშშ დოლარი (392.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.8 პროცენტია“, - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.
უშაკოვმა პუტინის ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პუტინმა უიტკოფს აცნობა, რომ შუაღამის შემდეგ კიევზე არანაირი დარტყმა არ განუხორციელებია
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან
სოჭზე დრონებით შეტევის შემდეგ აფხაზეთში საკვების შესაძლო დეფიციტზე საუბრობენ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)