00:22 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-29 13:41:11, 1361 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ნატოში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა, რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ელჩთან გაცნობით შეხვედრაზე განიხილა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების საქმეში და წლების განმავლობაში გაწეული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებულ ინიციატივებზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო განათლებისა და წვრთნების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს.

შეხვედრას თურქეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ბურაკ ალთინერი დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics