14:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-28 20:55:20, 618 ნახვა

კომენტარი
კრისტიან დანიელსონი - ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე

„ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე“, - ამის შესახებ შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპრომისი სისუსტე არ არის, ის ევროპული გზაა.

„მე შევხვდი შვიდ ევროპარლამენტერს და განვიხილეთ სამომავლო ნაბიჯები.

ასევე შევხვდი აქტიურ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც თქვენ ესაუბრეთ. გუშინდელი განცხადება ძალიან საინტერესო იყო. როგორც ვხედავ, საუბარია კომპრომისზე, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე.

აქ ჩამოსვლამდე ბრიუსელში მქონდა კონტაქტები. ევროკავშირი სრულადაა ჩართული, რომ საქართველოს კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს, თუმცა პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადაჭრაზე ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ წინა მისიის დროს საკითხებს კარგად გავეცანით. ვფიქრობ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იცის, რა შეხედულებები აქვთ სხვებს. ასევე, მათ იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს მათი საქმეა, რომ იპოვონ შეთანხმება და კომპრომისი.

ჩვენ მხოლოდ მათი მხარდაჭერა შეგვიძლია და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია დასახმარებლად.

ახლა არის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა და კომპრომისი. ხაზი უნდა გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე, ის არის სიძლიერე. კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი საქართველოში, კომპრომისი არის ევროპული გზა“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics