2021-03-28 12:45:30, 1151 ნახვა
მსოფლიო
სერბეთში ორი დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებენ
სერბეთში ორი დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინას უფასოდ გაუკეთებენ.
უფასო ვაქცინაცია 28-29 მარტს იქნება ძალაში.
როგორც ცნობილია სერბეთში უკვე აიცრა მონტენეგროს, ჩრ. მაკედონიისა და ბოსნიის მოქალაქეები. ასევე ქვეყნის სასაზღვრო პუნქტებთან რიგებია - აცრაზე დაახლოებით კიდევ 10 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე არის ჩაწერილი.
სერბეთმა 7 მილიონი ადამიანიდან აცრა ორი მილიონი, ქვეყანა იმუნიზაციის ტემპით ევროკავშირის ყველა ქვეყანას და რუსეთს უსწრებს. ქვეყანაში „ფაიზერის“, „ასტრაზენეკას“, რუსული „სპუტნიკისა“ და ჩინური „სინოფარმის“ მოქმედებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,