00:03 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 12:47:57, 768 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდამჭერია

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით ნატურალური წვენების საწარმო, „ჯორჯიან ნექტარი“ საქმიანობას აფართოვებს. ამ მიზნით ბანკმა  125 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო.

აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 570 000 ლარს შეადგენს, საწარმო კი წვენების რეალიზაციას ამერიკაში, ავსტრალიაში, ევროპისა და არაბეთის არაერთ ქვეყანაში ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მომხმარებელს ქართული ხილით დამზადებულ, ბიო-ორგანული ხაზის პროდუქციას სთავაზობს. წვენები ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. პროდუქციის მაღალ ხარისხზე მეტყველებს საწარმოსთვის მინიჭებული არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი, მათ შორის ISO 22000და ORGIFOAMPCSC211902-A.

კომპანიის სამომავლო გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოება და თანამშრომელთა რიცხვის შესაბამისი ზრდაა.

„2017 წლიდანსაქართველოს ბანკი ნატურალური წვენების საწარმოს პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ბიზნესი, მისი პროდუქცია კი მსოფლიოს მასშტაბით არის წარმოდგენილი. ჩვენ მუდამ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ კომპანიას და მის გუნდს სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics