16:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 12:27:42, 922 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებამდე ვაქცინაციისთვის საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ

ვფიქრობ, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება აპრილის შუა რიცხვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საყოველთაო რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებს მეორე დღესვე ექნებათ შესაძლებლობა აიცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

მანვე დასძინა, რომ საყოველთაო რეგისტრაციის დაწყება მესამე-მეოთხე კვარტალშია გათვალისწინებული.

„ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და ამის მიხედვით, იმის მოლოდინიც თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროცესში ჩართული. მესამე-მეოთხე კვარტალში დავიწყებთ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიური მიმღებია ვაქცინების, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც მოსახლეობის და ვერც სამედიცინო პერსიონალის მხრიდან 30%-იან აქტივობას.

ვფიქრობთ, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება აპრილის შუა რიცხვებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტაციის სიაში მყოფ პირს მეორე დღესვე შეგვეძლება შევთავაზოთ ვაქინა, ეს არის გათვალისწინებული მესამე-მეოთხე კვარტალში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics