20:18 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 23:08:21, 1009 ნახვა

კომენტარი
კელი დეგნანი - პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი

„პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი“, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის გამოვლენა, ეს არის ამომრჩევლის პატივისცემა.

„პარლამენტი რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი, ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით საქართველოს პარლამენტში.

მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად, მათ და მათმა მომხრეებმა უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. სინამდვილეში, კომპრომისი არის პოზიციების დასაახლოებლად. ეს არის ამომრჩევლის პატივისცემის ნიშანი“, - განაცხდა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics