04:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 02:14:42, 1572 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: მახათას პროექტი გრანდიოზული პროექტია

სოციალური და  საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება,  ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, სათანადო ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა, კვების უმაღლესი ხარისხი - ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში „დღის კურიერში“ საუბრისას  დაასახელა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, გრძელდება ყველა იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და პროექტების განხორციელება, რაც პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქართული ჯარში მაღალი სტანდარტების დამკვიდრების მიზნით დაიწყო:

„სამუშაო პირობები არსებითად გაუმჯობესდა. ჩვენი ინფრასტრუქტურა რადიკალურად სხვა არის ვიდრე ყოფილა ოდესმე, უმაღლესი ხარისხის მასალით აღიჭურვა, ასევე უნიფორმები რა თქმა უნდა, ალბათ თქვენთვისაც კარგად ცნობილია, რომ ჩვენი ჯარისკაცები ატარებენ, იმ უნიფორმას რომელზეც იოცნებებდნენ დასავლურ-ევროპული ქვეყნების ჯარისკაცებიც კი“.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, მომავალში ქართული ჯარი  სრულად იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  ქართული ტანსაცმლით.  „დელტას“ მიერ წარმოებულ  ჯავშანჟილეტებთან და ჯავშანჩაფხუტებთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაშიც  დადებით ტენდენციასთან გვაქვს საქმე:

„აქაც ჩვენ დიდი გარღვევა გვაქვს და თუ აწარმოებდა „დელტა“  1000 ცალს, წელიწადში, დღეს შეგვიძლია ვაწარმოოთ, 3,4 ათასი ცალი და კიდევ ვმუშაობთ უბნის გაფართოებაზე“.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის   ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაზე გაამახვილა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის უწყება აგრძელებს როგორც საკონტრაქტო  სამხედრო მოსამსახურეებთან წლების წინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელსაც მიმდინარე წელს დაასრულებს, ასევე, მახათას მთაზე ოფიცრებისთვის  მინიმალური დანახარჯებითა და საუკეთესო შეთავაზებებით  საცხოვრებელი ბინების შეძენას:

„მახათას პროექტი გრანდიოზული პროექტია,  ჩვენი ოფიცრებისთვის შენდება  ქალაქი, 114 ათასი კვადრატული მეტრი, ესგახლავთსაკმაოდდიდიმოცულობა, ტემპიარისისეთი, რომშეიძლებავერ შევადაროთ ვერცერთი მშენებლობის ტემპს საქართველოში“.

მინისტრმა  სამხედროებსა და საზოგადოებას მშენებლობის ეტაპებზეც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა:

„39 კორპუსს ვაშენებთ ახლა. ეს არის დაახლოებით 2 თვის წინ დაწყებული, გაითვალისწინეთ, რომ პანდემიაა ქვეყანაში, 2 თვისდაწყებულიმშენებლობა აი ამ ეტაპზე გახლავთ.დასრულების  საკონტრაქტო ვადა გვაქვს 2022 წლის ბოლომდე, თუმცა ვგეგმავთ, რომ უფრო ადრე დავასრულოთ. მშენებლობის მომდევნო ეტაპს კი სავარაუდოდ 2023 წელს დავიწყებთ და მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics