16:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 02:12:31, 520 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე - ბატონი დავითის წვლილი ჩვენს შედეგებში, მათ შორის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის უზარმაზარი

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარი მოადგილის დავით სუჯაშვილის Facebook პოსტთან დაკავშირებით „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებების შემდეგ სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ პოსტი შეცდომით დაიდო მის სოციალურ ქსელში.

„მან თვითონ განმარტა, რომ მისი თანაშემწის შეცდომაა, ის არის მძიმე მდგომარეობაში და სთხოვა საზოგადოებას, რომ აღარ განევრცოთ აღნიშნული თემა, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ხოლმე“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი შეფასებით, დავით სუჯაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის უწყების წარმატებული რეფორმების გატარებასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ჩემი აზრით, ჩვენს უწყებაში, ჩვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ბატონი პრემიერის მიერ დაწყებული ინიციატივები მაღალი ტემპით მიდის და ჩვენ პირველი ხელმძღვანელობა ვართ უწყებაში, ვინც პრაქტიკულად სრულიად თქვა უარი საბჭოთა მემკვიდრეობაზე, ყველა გეგმა შეთანხმებულია და გაკეთებულია პარტნიორებთან ერთად. ბატონი დავითის წვლილი ჩვენს შედეგებში, მათ შორის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის უზარმაზარი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics