00:05 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 13:39:54, 930 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის დეტალები გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის დეტალები გააცნო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ მასშტაბურ პროექტში ადგილობრივი ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობა. „იმერეთის აგროზონა” იქნება ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქციის  წარმოება მოხდება. აგროზონის ფარგლებში საქმიანობა ხელს შეუწყობს მასშტაბურ დასაქმებას და მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ შეხვედრაზე აღნიშნა, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი ინვესტირების შესაძლებლობებს იძლევა მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნისა და განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო (იხილეთ ელექტრონული პლატფორმა www.iaz.ge) და 2021 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics