2021-03-23 12:35:39, 651 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 8 457 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 427 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 457 შემთხვევა გამოვლინდა, 427 პაციენტი გარდაიცვალა, - აღნიშნული მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 474 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 88 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 95 818 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან