2021-03-20 21:10:31, 743 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი NATO-ს მინისტერიალს დაესწრება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი NATO-ს მინისტერიალს დაესწრება.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრებს, NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შეხვდება.
შეხვედრაზე განიხილავენ - ტრანსატლანტიკურ ალიანსზე შემოთავაზებულ ცვლილებებს, ასევე, ჩინეთზე, რუსეთზე, კლიმატის ცვლილებებზე, კიბერ და ენერგო უსაფრთხოებაზე არსებულ შეშფოთებებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,